Accentnews.ge
ხერსონის რუსეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში მაღალჩინოსანი ააფეთქეს

ხერსონის რუსეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში მაღალჩინოსანი ააფეთქეს

08/10/2024 06:38:51 მსოფლიო

უკრაინის ხერსონის ოლქის რუსული ჯარების მიერ კონტროლირებულ ნაწილში, ნოვოტროიცკოის დასახლებაში რუსეთის ადგილობრივი პოლიციის განყოფილების უფროსის მანქანა ააფეთქეს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანის ქვედა ნაწილში იყო დამაგრებული. პოლიციელი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

საგამოძიებო კომიტეტი დაზარალებულის ვინაობას არ ასახელებს. Astra-ს ცნობით, ღია წყაროებში არსებული მონაცემებით, ნოვოტროიცკის შინაგან საქმეთა დეპარტამენტს სერგეი ლიაშკო ხელმძღვანელობს. 2022 წლის თებერვალში, როდესაც ხერსონის რეგიონის ეს ნაწილი რუსეთის კონტროლის ქვეშ მოექცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა ახალი თანამშრომლების აყვანის შესახებ, მათ შორის ნოვოტროიცკიში.

უკრაინული მედია იუწყება, რომ ლიაშკო ადგილობრივი მკვიდრია და ომამდე პოლიციაში მუშაობდა. რუსული ჯარების უკრაინაში შეჭრის შემდეგ ის დააწინაურეს.

კოლაბორანტები და რუსეთის სამოქალაქო ადმინისტრაციის თანამშრომლები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგულარულად ხდებიან მკვლელობის მცდელობების მსხვერპლი. რუსეთის ხელისუფლება მკვლელობის მცდელობაში უკრაინის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S