
კარლო კოპალიანს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა
05/02/2020 11:02:59 საშინაო პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ კარლო კოპალიანს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. ამის მიზეზი მისი თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად არჩევა გახდა.
"მინდა, შევქმნა ამ დარბაზში პრეცედენტი, როდესაც პარლამენტს ტოვებს გუნდის წევრი არა გაბრაზებული, არამედ მადლიერებით აღვსილი. მინდა, რომ ეს პრეცედენტი მაგალითად იქცეს მომავალში", - განაცხადა კოპალიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოსვლისას.