
ანექსირებულ ყირიმში, ნავთობის ბაზაზე გუშინ გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ, ევაკუირებულია 1000-ზე მეტი ადამიანი
08/10/2024 08:30:18 მსოფლიო
ანექსირებულ ყირიმში, ქალაქ ფეოდოსიის პორტში მდებარე ნავთობის ბაზაზე გუშინ გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ. ამ ობიექტზე 7 ოქტომბერს დრონებით შეტევა იყო.
ფეოდოსიის ე.წ. მერის იგორ ტკაჩენკოს ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდაცია გრძელდება.
"უსაფრთხოების მიზნით დროებით ევაკუირებულია საგანგებო სიტუაციის ადგილის მახლობლად მცხოვრები 1047 ადამიანი", – აცხადებს იგი.
ტკაჩენკომ ქალაქის მცხოვრებთ მიმართა, "სიმშვიდე შეინარჩუნონ და ენდონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას".