Accentnews.ge
საფრანგეთიდან ოსამა ბინ ლადენის შვილი ტერორიზმის განდიდებისთვის გააძევეს

საფრანგეთიდან ოსამა ბინ ლადენის შვილი ტერორიზმის განდიდებისთვის გააძევეს

08/10/2024 08:54:32 მსოფლიო

ტერორისტ ოსამა ბინ ლადენის ვაჟი ომარ ბინ ლადენი გააძევეს საფრანგეთის ტერიტორიიდან მას შემდეგ, რაც 2023 წელს სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებული კომენტარები ტერორიზმის განდიდებად შეფასდა. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრუნო რეტაილომ განაცხადა.

მინისტრმა გამოაცხადა ქვეყანაში შესვლის "ადმინისტრაციული აკრძალვა" ოსამა ბინ ლადენის უფროსი შვილისთვის.

„ორნის დეპარტამენტის პრეფექტმა გამოსცა OQTF (საფრანგეთის ტერიტორიის დატოვების ვალდებულება) და მიაღწია ბინ ლადენის გასვლას“, - დასძინა რეტაიომ.

ომარ ბინ ლადენი ორნეში 2021 წლიდან ცხოვრობდა „როგორც ბრიტანეთის მოქალაქის ქმარი“ და 2023 წელს ტერორიზმის განმადიდებელი კომენტარები გააკეთა, - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S