
ლეკორნუ: უკრაინა Mirage 2000-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს 2025 წლის დასაწყისში მიიღებს
08/10/2024 09:16:42 მსოფლიო
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის სებასტიან ლეკორნუს თქმით, უკრაინა Mirage 2000-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს 2025 წლის დასაწყისში მიიღებს.
როგორც ლეკორნუ X-ზე წერს, კიევისთვის გადასაცემი ავიაგამანადგურებლები კაზოსა და ჟირონდის ქარხნებში აღიჭურვება რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებითა და ჰაერი-მიწა ტიპის რაკეტებით.
"უკრაინელი პილოტებისა და მექანიკოსების მომზადება გრძელდება". - წერს მინისტრი.
Mirage 2000-5F-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ივნისში გამოაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყანა მზად არის გაწვრთნას და აღჭურვოს უკრაინის ერთი სამხედრო ბრიგადა.