Accentnews.ge
საფრანგეთის სამხრეთით ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავეს

საფრანგეთის სამხრეთით ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავეს

08/10/2024 10:39:56 მსოფლიო

საფრანგეთის სამხრეთით ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ AFP იტყობინება.

ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ეროვნული ანტიტერორისტული პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში 8 ოქტომბერს დილით სამი პირი აიყვანეს. დაკავება დაახლოებით დილის 6 საათზე მოხდა სამხრეთ ქალაქ ტულუზაში და მიმდებარე რაიონებში.

სამიდან ორი ავღანეთის მოქალაქეა. გამომძიებლების თქმით, ჯგუფი ამზადებდა "ძალადობრივი ხასიათის მოქმედებას საფრანგეთის ტერიტორიაზე". ასევე ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთმა ტერორიზმის განდიდების გამო ოსამა ბინ ლადენის ვაჟი გააძევა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S