Accentnews.ge
ბრიტანეთმა ახალი სანქციები გამოაცხადა და რუსეთი უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულა

ბრიტანეთმა ახალი სანქციები გამოაცხადა და რუსეთი უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულა

08/10/2024 12:45:14 მსოფლიო

დიდმა ბრიტანეთმა დააწესა სანქციები სამი რუსული ინსტიტუტისა და ერთი პირის წინააღმდეგ რუსი სამხედროების მიერ უკრაინის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების გამო.

ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საუბარია ქლოროპიკრინის სავარაუდო გამოყენებაზე, რომელიც ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაცია (OPCW) ქიმიურ იარაღად განიხილავს.

სანქციები შეეხოთ რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიოლოგიური, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარებს და მათ ხელძღვანელ იგორ კირილოვს, რომელსაც უშუალოდ ადანაშაულებენ ქიმიური იარაღის გამოყენებასა და დეზინფორმაციის გავრცელებაში. სიაში ასევე შედის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 27-ე და 33-ე კვლევითი ცენტრები, რომლებიც სავარაუდოდ, კავშირშია ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შემუშავებასთან.

შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა დაადანაშაულეს რუსეთი მიმდინარე წლის მაისში უკრაინის წინააღმდეგ ომში ქიმიური იარაღის გამოყენებაში. ამავდროულად, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით.

ქლოროპიკრინი არ ტოქსიკური ნივთიერება, მაგრამ აქვს გამაღიზიანებელი და მაღალი კონცენტრაციით, დამახრჩობელი ეფექტი. იგი გამოიყენებოდა, კერძოდ, პირველ მსოფლიო ომში. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რუსული ჯარები იყენებენ ისეთივე ხარისხის გამაღიზიანებელ ნივთიერებებს, როგორიც ჩვეულებრივ გამოიყენება პოლიციის მიერ უკრაინაში დემონსტრაციების დასაშლელად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S