Accentnews.ge
ბრიტანეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა

ბრიტანეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა

08/10/2024 18:52:23 მსოფლიო

დიდმა ბრიტანეთმა სამი რუსული ინსტიტუტისა და ერთი პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა უკრაინის წინააღმდეგ რუსი სამხედროების მიერ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებასთან დაკავშირებით.

როგორც ბრიტანეთის მთავრობის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამი, საუბარია ბრძოლის ველზე ქლორპიკრინის სავარაუდო გამოყენებაზე. ესაა საშიში ნივთიერება, რომელსაც ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (OPCW) კვალიფიცირდება, როგორც ქიმიური იარაღი.

სანქციების სიაში მოხვდა რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიოლოგიური, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარები და მათი უფროსი, გენერალი იგორ კირილოვი, რომელსაც პირდაპირ ადანაშაულებენ ქიმიური იარაღის გამოყენებაში და დეზინფორმაციის გავრცელებაში. სიაში ასევე შედის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 27-ე და 33-ე კვლევითი ცენტრები. ისინი სავარაუდოდ დაკავშირებული არიან ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან.

შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა რუსეთი მიმდინარე წლის მაისში უკრაინის წინააღმდეგ ომში ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულეს. ამავე დროს, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის კონვენციის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S