08-10-2024 23:08:15 კავკასია
2025 წლის 1 იანვრიდან რუსი მესაზღვრეები სომხეთ-ირანის საზღვარზე მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მსახურს შეწყვეტენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, - განაცხადა ფაშინიანის პრეს-სპიკერმა ნაზელი ბაღდასარიანმა.
მისივე ინფორმაციით, მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმად, 2025 წლის 1 იანვრიდან სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ძალები მონაწილეობას მიიღებენ სომხეთ-ირანის და სომხეთ-თურქეთის სახელმწიფო საზღვრების დაცვაში, ხოლო სომხეთ-ირანის სახელმწიფო საზღვარზე არსებულ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე სამსახური სრულად სომხეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სასაზღვრო ძალების მიერ განხორციელდება" - წერს ბაღდასარიანი Facebook-ზე.
გარდა ამისა, ფაშინიანმა შეხვედრაზე წარადგინა პროგრამა "მშვიდობის გზაჯვარედინი" – ზანგეზურის სატრანსპორტო დერეფნის ალტერნატივა, რომელიც სომხეთის სიუნიკის რეგიონის ტერიტორიაზე გაივლის და აზერბაიჯანს მის ექსკლავთან, ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან აკავშირებს.
გეგმის მიხედვით, სომხეთზე, თურქეთზე, აზერბაიჯანსა და ირანზე გამავალი სატრანსპორტო კომუნიკაცია რუსეთის მონაწილეობის გარეშე, თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ქვეშ იფუნქციონირებს.