
კრასნოდარის ეისკის რაიონში, სადაც რუსეთის სამხედრო აეროდრომი მდებარეობს, აფეთქებების შესახებ იუწყებიან
09/10/2024 05:51:59 მსოფლიო
კრასნოდარის ეისკის რაიონში, სადაც რუსეთის სამხედრო აეროდრომი მდებარეობს, აფეთქებების შესახებ იუწყებიან.
ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, ეისკზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო.
კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა დაადასტურა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა, თუმცა მას ეისკი არ უხსენებია.
კონდრატიევის ცნობით, "დრონების ნამსხვრევებმა შჩერბინოვკის რაიონში დააზიანა კერძო სახლი და გაზსადენი და გამოიწვია ხანძარი, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია".
ეისკი აზოვის ზღვის ნაპირზე მდებარეობს. ქალაქში განთავსებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების აეროდრომი, რომელიც უკრაინული დრონებით შეტევის სამიზნე არაერთხელ იყო.