Accentnews.ge
რუსეთის რამდენიმე ოლქზე დრონებით შეტევა განხორციელდა

რუსეთის რამდენიმე ოლქზე დრონებით შეტევა განხორციელდა

09/10/2024 06:01:40 მსოფლიო

კრასნოდარის ეისკის რაიონში, სადაც რუსეთის სამხედრო აეროდრომი მდებარეობს, აფეთქებების შესახებ იუწყებიან.

ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, ეისკზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო.

კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა დაადასტურა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა, თუმცა მას ეისკი არ უხსენებია.

კონდრატიევის ცნობით, "დრონების ნამსხვრევებმა შჩერბინოვკის რაიონში დააზიანა კერძო სახლი და გაზსადენი და გამოიწვია ხანძარი, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია".

ეისკი აზოვის ზღვის ნაპირზე მდებარეობს. ქალაქში განთავსებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების აეროდრომი, რომელიც უკრაინული დრონებით შეტევის სამიზნე არაერთხელ იყო.

კრასნოდარის გარდა, დრონებით შეტევის შესახებ როსტოვისა და ბრიანსკის ოლქებზეც იტყობინებიან.

როსტოვის ოლქის გუბერნატორ ვასილი გოლუბევის ცნობით, "ღამის განმავლობაში ჩამოაგდეს 10 უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის ნოვოშახტინსკის რაიონში".

ქალაქ ნოვოშახტინსკში მდებარეობს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელზეც ბოლო თვეებში დრონებით არაერთი შეტევა იყო.

რუსეთის ბრიანსკის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ ბოგომაზის თქმით, ღამის განმავლობაში რეგიონში ჩამოაგდეს 12 უკრაინული დრონი.

უკრაინას, რომელიც ორ წელზე მეტია, რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S