Accentnews.ge
აშშ–ში მოსალოდნელი სტიქიის გამო ბაიდენმა და ბლინკენმა გერმანიაში ვიზიტი გადადეს

აშშ–ში მოსალოდნელი სტიქიის გამო ბაიდენმა და ბლინკენმა გერმანიაში ვიზიტი გადადეს

09/10/2024 06:13:47 მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გერმანიაში ვიზიტი გადადეს.

მიზეზი ქარიშხალი „მილტონია“, რომელიც ფლორიდის შტატს უახლოვდება და სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლოა, ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი აღმოჩნდეს.

ქარიშხალი „მილტონი“, რომელსაც სამშაბათს, 8 ოქტომბერს სინოპტიკოსებმა მაქსიმალური, მეხუთე კატეგორია მიანიჭეს, ფლორიდის სანაპიროს 9-10 ოქტომბერს მიაღწევს. სამშაბათს ქარის სიჩქარე 270კმ/სთ იყო.

მოახლოებული შტორმის გამო ფლორიდის შტატში შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს. ხელისუფლებამ ევაკუაციისკენ მოუწოდა პოტენციურად სახიფათო რაიონების მოსახლეობას.

გერმანიაში ვიზიტისას ბაიდენს მონაწილეობა უნდა მიეღო უკრაინის მხარდაჭერის საკითხების განსახილველად კანცლერ შოლცის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში. დაგეგმილი იყო ჯო ბაიდენის სტუმრობა რამშტაინის ავიაბაზაზეც, სადაც უკრაინის დასახმარებლად შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის მორიგი სხდომაა დანიშნული. სწორედ ამ სხდომაში უნდა მიეღო კონაწილეობა ბლინკენსაც.

"პრეზიდენტმა გადადო გერმანიასა და ანგოლაში ვიზიტები, რათა პირადად გააკონტროლოს მოსამზადებელი სამუშაოები და რეაგირების ზომები", – აცხადებენ თეთრ სახლში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S