Accentnews.ge
ურსულა ფონ დერ ლაიენი მოლდოვას ეწვევა

ურსულა ფონ დერ ლაიენი მოლდოვას ეწვევა

09/10/2024 06:34:10 მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი მოლდოვას ეწვევა. ამის შესახებ განცხადებას მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ურსულა ფონ დერ ლაიენი მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს 10 ოქტომბერს შეხვდება.

მისივე ინფორმაციით, ვიზიტი კიშინიოვსა და ბრიუსელს შორის მჭიდრო ურთიერთობებზე მიუთითებს.

შეგახსენებთ, რომ მოლდოვაში 20 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ამავე დღეს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S