Accentnews.ge
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: ტურიზმი 9 თვეში 9.2%-ით გაიზარდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: ტურიზმი 9 თვეში 9.2%-ით გაიზარდა

09/10/2024 07:06:46 ეკონომიკა

9 თვეში საქართველოს 5 794 661 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.1%-ია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „2024 წლის 9 თვეში საქართველოში 3,992,842 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +9.2%-ია. საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტთა ზრდა ფიქსირდება 2024 წლის მესამე კვარტალშიც".

"ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 2 773 594 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +2.5%-ია.

ივლისი-სექტემბრის პერიოდში ქვეყანაში 1,869,026 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა +8.3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“, - აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S