09-10-2024 12:26:52 პოლიტიკა ,ციტატა
“ხალხი რუსული აქცენტით, პოლიტიკაში გორბაჩოვის პერესტროიკის დროს შემოსული ხალხი ჩვენ, ქართველებს გვესაუბრება კრემლზე და რუსულ კავშირებზე - სასაცილოა, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოზე გამართულ დებატებთან დაკავშირებით.
ცნობისთვის: ევროპარლამენტი აქვეყნებს რეზოლუციის პროექტს სახელწოდებით "საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ". თავდაპირველად პარლამენტში მომზადებული იყო 7 სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის პროექტი, საბოლოოდ კი ერთობლივი პროექტი შეთანხმდა. ევროპარლამენტი 9 ოქტომბერს კენჭს უყრის რეზოლუციას. კენჭისყრაზე შესაძლოა, ტექსტში შესწორებები შევიდეს.
დოკუმენტის თანხმად, ევროპარლამენტარები ევროკავშირს, მათ შორის საქართველოს მთავრობისთვის დახმარების გაყინვისკენ, მმართველი პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ და ექს–პრეზიდნტ მიხეილ სააკაშვილის გთავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
როგორც რეზოლუციის პროექტშია აღნიშნული, "ევროპარლამენტი მოელის, რომ "ქართული ოცნება" მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე პატივს სცემს ქართველი ხალხის ნებას და თავისუფალ არჩევანს და უზრუნველყოფს ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემას".