
იმნაძე: პრობლემურია, თუმცა არა მოულოდნელი, რადგან ვიცით პოლიტიზირების იმ მასშტაბის შესახებ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში არსებობს
09/10/2024 09:44:37 პოლიტიკა, საზოგადოება
მოსარჩელეებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, უარი ეთქვა დროებითი მექანიზმის გამოყენებაზე "აგენტების კანონთან" მიმართებით.
"ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დროებითი შეჩერების მექანიზმი არ გამოიყენა, ცხადია, პრობლემურია, თუმცა ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ვიცით პოლიტიზირების იმ მასშტაბის შესახებ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში არსებობს",- ამბობს იურისტი გურო იმნაძე.
რაც შეეხება შემდეგ პროცესებს, "საკონსტუტუციო სასამართლომ ახლა უკვე ზუსტი შინაარსები ამოკრიბა, რომელზეც იმსჯელებს - სადაო კანონის ზუსტ პუნქტებზე, რომლებსაც, სასამართლოს მოსაზრებით, აქვს მიმართება კონსტიტუციის ნორმებთან და შესაძლოა, არღვევდეს".
საკონსტიტუციო სასამართლომ ე.წ. აგენტების კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელები ნაწილობრივ განსახილველად მიიღო.
ორმა მოსამართლემ განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა მექანიზმთან დაკავშირებით. ესენი არიან თეიმურაზ ტუღუში და გიორგი კვერენჩხილაძე. ისინი ემხრობოდნენ დროებითი შეჩერების მექანიზმის გამოყენებას.