Accentnews.ge
„სამედიცინო ჰოლდინგის მიზანი მენეჯმენტის ეფექტურობის გაზრდა და ხარისხის გაუმჯობესებაა“

„სამედიცინო ჰოლდინგის მიზანი მენეჯმენტის ეფექტურობის გაზრდა და ხარისხის გაუმჯობესებაა“

05/02/2020 12:25:30 საშინაო პოლიტიკა, რეკლამა

ჯანდაცვის მინისტრი, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ახლადშექმნილი სამედიცინო ჰოლდინგის საკითხს შეეხო.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ჰოლდინგის ძირითადი მიზანი მენეჯმენტის ეფექტურობის გაზრდა და ხარისხის გაუმჯობესებაა. განახლდება ინფრასტრუქტურა და იმ სერვისების ჩამონათვალი, რომლითაც მოქალაქეები სარგებლობენ.

„სულ რამდენიმე დღის წინ შეიქმნა სამედიცინო ჰოლდინგი, რომელშიც პირველ ეტაპზე, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფო, უნივერსალურ სამედიცინო ცენტრი (ონკოლოგიური) და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო შევა. კლინიკების ეტაპობრივი განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება, როგორც სტრუქტურული, ასევე სამედიცინო სერვისების თვალსაზრისით. სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგში რეგიონალური სამედიცინო დაწესებულებებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან, რაც ხელს შეუწყობს სამედიცინო სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვას“, - განაცხადა მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S