Accentnews.ge
სიეტლი-სტამბოლის რეისზე თურქეთის ავიახაზების პილოტი გარდაიცვალა

სიეტლი-სტამბოლის რეისზე თურქეთის ავიახაზების პილოტი გარდაიცვალა

09/10/2024 14:31:04 მსოფლიო

თურქეთის ავიახაზების პილოტი სიეტლიდან სტამბულის მიმართულებით ფრენისას შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

59 წლის კაპიტანმა ილჩეხინ ფეჰლივანმა ჰაერში გონება დაკარგა, კონტროლი ვითარებაზე მეორე პილოტმა აიღო.

„როდესაც თვითმფრინავში ჩვენი კაპიტნისთვის პირველადი დახმარება წარუმატებელი აღმოჩნდა, ეკიპაჟმა გადაწყვიტა გადაუდებელი დაშვება, მაგრამ ის დაშვებამდე გარდაიცვალა“, - წერს ავიაკომპანიის სპიკერი X-ზე.

Airbus A350 დაეშვა ნიუ-იორკში, საიდანაც იგეგმება მგზავრების თურქეთში გადაყვანა.

პილოტის გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება.

პილოტებმა სამედიცინო შემოწმება უნდა გაიარონ ყოველ 12 თვეში ერთხელ, ხოლო 40 წელს გადაცილებულმა მფრინავებმა უნდა განაახლონ სამედიცინო ცნობა ყოველ ექვს თვეში ერთხელ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S