Accentnews.ge
მედია: სინგაპურის უმსხვილესი ბანკი რუსეთთან ყველა ოპერაციას აჩერებს

მედია: სინგაპურის უმსხვილესი ბანკი რუსეთთან ყველა ოპერაციას აჩერებს

09/10/2024 15:50:25 მსოფლიო

Bloomberg-ის ცნობით, Oversea-Chinese Banking Corp-მა (OSBC - სინგაპურის სიდიდით მეორე ბანკი აქტივების მიხედვით) გადაწყვიტა, უარი თქვას რუსეთთან დაკავშირებულ ნებისმიერ ოპერაციაზე.

სააგენტოს წყაროების ინფორმაციით, ბანკმა მომხმარებლებს განუცხადა, რომ შეზღუდვები 1 ნოემბრიდან ამოქმედდება. როგორც კორპორატიულმა, ასევე კერძო კლიენტებმა, მათ შორის მისმა შვილობილმა - Bank of Singapore-მა, მიიღეს გაფრთხილებები ბანკისგან.

სინგაპურმა დააწესა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ 2022 წლის მარტში, რამაც გავლენა მოახდინა მსხვილ რუსულ ბანკებზე, კრიპტოვალუტის ტრანზაქციებზე და გარკვეული საქონლით ვაჭრობაზე. თუმცა, სანქციების პაკეტი - პირველი სინგაპურისთვის რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში - მას შემდეგ არ გაფართოვდა და ქვეყნის ბანკებმა განაგრძეს ოპერაციები რუსეთთან, მათ შორის მდიდარი და "შავ სიაში" არ შესული კლიენტებისთვის.

OCBC-მ რუსებისთვის ახალი ანგარიშების გახსნა ჯერ კიდევ 2022 წელს შეწყვიტა, იტყობინებიან Bloomberg-ის წყაროები. ახალი შეზღუდვების შედეგად ბანკი შეუჩერებს პერსონალურ გადარიცხვებს რუსეთთან ასოცირებულ კლიენტებს, ასევე ტრანზაქციებს რუსეთის ფედერაციაში საქონლისა და მომსახურების მიწოდებისთვის, - განაცხადეს სააგენტოს თანამოსაუბრეებმა.

ომის დაწყებიდან მალევე სინგაპური გახდა რუსული ნავთობისა და მისი პროდუქტებით ვაჭრობის მთავარი ცენტრი. მაისში სინგაპურს ეწვია ამერიკელი ოფიციალური პირების დელეგაცია ფინანსთა მდივნის მოადგილის ბრაიან ნელსონის ხელმძღვანელობით, რომელიც მეთვალყურეობს სანქციებს. ის გეგმავდა სინგაპურის ხელისუფლებასთან ირანისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განხილვას, მათ შორის მაღალტექნოლოგიური საქონლის მიწოდების შეზღუდვებსა და ნავთობის „ფასის ზღვარს“, განუცხადეს წყაროებმა South China Morning Post-ს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S