Accentnews.ge
შოლცამდე ზელენსკი მაკრონს შეხვდება

შოლცამდე ზელენსკი მაკრონს შეხვდება

09/10/2024 19:18:16 მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხუთშაბათს, 10 ოქტომბერს პარიზში შეხვდებიან ერთმანეთს.

Le Monde-ის ცნობით, განცხადება ელისეის სასახლის პრესსამსახურმა გაავრცელა.

„ეს შეხვედრა იქნება შესაძლებლობა რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის, კიდევ ერთხელ დაადასტუროს საფრანგეთის გადაწყვეტილება, გააგრძელოს შემდგომი ურყევი მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, Bild წერს, რომ ზელენსკი 11 ოქტომბერს გერმანიაში ჩავა და შეხვედრებს გამართავს კანცლერ ოლაფ შოლცთან და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან. გამოცემის ცნობით, პარასკევს, 11 ოქტომბერს, ზელენსკი შოლცს გაუმხელს თავისი “გამარჯვების გეგმის” დეტალებს, რაც აქამდე აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს წარუდგინა.

გარდა ამისა, იგეგმება კონფიდენციალური მოლაპარაკებები ზელენსკისა და გერმანიის პრეზიდენტს შორის.

გამოცემა წერს, რომ თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ შოლცი და ზელენსკი შაბათს, 12 ოქტომბერს, გერმანიაში რამშტაინის ბაზაზე შეხვდებოდნენ. თუმცა, ვინაიდან, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ქარიშხალი “მილტონის” გამო აშშ-ში დარჩა, სამიტი უფრო გვიანი ვადისთვის გადაიდო.

გარდა ამისა,რომის პაპ ფრანცისკესა და უკრაინის პრეზიდენტს შორის შეხვედრა პარასკევს, 11 ოქტომბერს გაიმართება.

ვოლოდიმირ ზელენსკი რომში ასევე შეხვდება იტალიის პრემიერ-მინისტრს ჯორჯია მელონის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S