Accentnews.ge
რუსეთში შეტევის შესახებ  კიდევ ერთ სამხედრო აეროდრომზე  იუწყებიან

რუსეთში შეტევის შესახებ კიდევ ერთ სამხედრო აეროდრომზე იუწყებიან

10/10/2024 05:41:36 მსოფლიო

რუსეთში კიდევ ერთ სამხედრო აეროდრომზე შეტევის შესახებ იუწყებიან.

დღეს დილიდან სოციალური ქსელებით ვრცელდება არაერთი ვიდეო და ცნობები, რომ დრონებით დარტყმა ადიღეს რესპუბლიკის დაასახლებულ პუნქტ ხანსკაიასთან მდებარე სამხედრო აეროდრომზე განხორციელდა. ერთ-ერთი წყარო, რომელიც აეროდრომზე შეტევის შესახებ წერს, ტელეგრამ-არხი ASTRA არის.

სამხედრო აეროდრომი ადიღეს რესპუბლიკის დედაქალაქ მაიკოპიდან ექვს კილომეტრში მდებარეობს. ადგილობრივი ხელისუფლება დრონებით დარტყმის შესახებ არაფერს იუწყება. ამ ობიექტზე შეტევის შესახებ ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამს უკრაინასაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S