
ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის 35 მლრდ ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის საკითხი შეათანხმეს
10/10/2024 05:54:41 მსოფლიო
ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის 35 მლრდ ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის საკითხი შეათანხმეს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.
„ფინანსური დახმარება მიზნად ისახავს უკრაინის იმ გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებას, რომლებიც გაიზარდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გაძლიერების გამო“, - ნათქვამია ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინისთვის „დიდი შვიდეულის“ ვალდებულებების ფარგლებში 35 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის შესახებ 2024 წლის 20 სექტემბერს განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ თანხის დახარჯვა იგეგმება ენერგეტიკაზე, ბომბსაფრებზე და ნაწილობრივ იარაღზე, ასევე საჰაერო თავდაცვაზე.