Accentnews.ge
ფლორიდას ქარიშხალი „მილტონი“ დაატყდა თავს, არის მსხვერპლი

ფლორიდას ქარიშხალი „მილტონი“ დაატყდა თავს, არის მსხვერპლი

10/10/2024 06:21:30 მსოფლიო

აშშ-ის ფლორიდის შტატს მე-3 კატეგორიის ქარიშხალი „მილტონი“ დაატყდა თავს. CNN–ის ინფორმაციით, ფლორიდის სენტ-ლუსიის ოლქში სტიქიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

როგორც გამოცემა იუწყება, მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ჯერ–ჯერობით უცნობია.

სტიქიის გამო 2 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, დაზიანებულია საავტომობილო გზები, საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობები.

მექსიკის ყურიდან წამოსულმა შტორმმა, რომელსაც თავდაპირველად მაქსიმალური, მეხუთე კატეგორია მიანიჭეს(ქარის სიჩქარე 270კმ/სთ იყო), ფლორიდამდე ძალა მესამე კატეგორიამდე დაკარგა, სიესტა-კის რაიონში ხმელეთზე გადასვლის შემდეგ კი მეორე კატეგორიამდე შესუსტდა(154-177კმ/სთ).

„მილტონის“ მარშრუტზე მდებარე რაიონები მოსახლეობამ წინასწარ დატოვა. ევაკუირებულია დაახლოებით ხუთი მილიონი ადამიანი.

10 ოქტომბრის მონაცემებით, შტორმი ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობს.

„მილტონი“ ფლორიდაში წელს უკვე მესამე შტორმია. მანამდე შტატი დააზარალეს „ფრანსინმა" და „ჰელენმა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S