
უკრაინის გენშტაბი: რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე დრონების საწყობზე დარტყმა განვახორციელეთ
10/10/2024 07:25:17 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, "სამხედრო-საზღვაო ძალების ჯგუფმა უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით რუსეთის კრასნოდარის ოლქში, იესკის რაიონის ოქტიაბრსკის დასახლებასთან მდებარე დრონების ბაზაზე დარტყმა განახორციელა".
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იქ 400-მდე დრონი ინახებოდა“, - ნათქვამია გენშტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თავის მხრივ, რუსეთის კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა განაცხადა, რომ ოქტიაბრსკში „სათავსოებს“ ცეცხლი გაუჩნდა და ხანძარი 1600 კვადრატულ მეტრ ფართობზეა ლოკალიზებული. ოპერატიულ შტაბს არ დაუკონკრეტებია რა ინახებოდა საწყობებში და რამ გამოიწვია ხანძარი.