Accentnews.ge
კრამერი: ივანიშვილის არჩევნების შემდეგ სანქცირება გვიანი იქნება

კრამერი: ივანიშვილის არჩევნების შემდეგ სანქცირება გვიანი იქნება

10/10/2024 09:20:53 პოლიტიკა

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორი დევიდ კრამერი თვლის, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის არჩევნების შემდეგ სანქცირება დაგვიანებული იქნება.

„ქართულმა ოცნებამ“ - ივანიშვილმა, კობახიძემ, პაპუაშვილმა უკვე გადადგეს დამაზიანებელი ნაბიჯი ქვეყნისთვის არა ქვეყნის, არამედ თავიანთი სახელით. აშშ-ს რაც შეუძლია, ეს არის დასანქცირება ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის. დიდი ხანია, ამის დროა. არ ვიცი, როდის მოხდება ეს - არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ. მაგრამ არჩევნების შემდეგ, ვფიქრობ, გვიანი იქნება. ჩემი აზრით, ეს არის ძირითადი ნაბიჯი, რაც აშშ-ს შეუძლია და ის უნდა გადადგას. ჩვენ დავასანქცირეთ სხვა პირები, შევაჩერეთ სამხედრო წვრთნები, შევაჩერეთ დახმარება საქართველოს მთავრობის მიმართ. ევროკავშირმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯები, მაგრამ ეს უნდა იყოს მიმართული კონკრეტული ინდივიდების წინააღმდეგ, კონკრეტულად ივანიშვილის წინააღმდეგ. ვფიქრობ, ამას ექნება ზეგავლენა. ეს გაგზავნის სიგნალს, რომ „კმარა, ჩვენ აღარ გვინდა მისი პრორუსული მიმართულება“, რომელიც ეწინააღმდეგება ხალხის სურვილს, რომელიც რჩება პროდემოკრატიული“,- თქვა კრამერმა „ტვ პირველთან“.

მანამდე ამერიკის ხმა წერდა, რომ აშშ-ში ივანიშვილის სანქცირების პაკეტი მომზადებული აქვთ, თუმცა კონკრეტულად როდის გამოცხადდება ის, ჯერ უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S