Accentnews.ge
„ოცნების“ დეპუტატმა ბავშვთა შიმშილობის შესახებ გუშინდელი სკანდალური განცხადება განავრცო

„ოცნების“ დეპუტატმა ბავშვთა შიმშილობის შესახებ გუშინდელი სკანდალური განცხადება განავრცო

05/02/2020 13:59:22 საშინაო პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა რევაზ არველაძემ ბავშვთა შიმშილობის შესახებ გუშინ გაკეთებული სკანდალური განცხადება დღეს განავრცო. კერძოდ, არველაძის თქმით, გუშინ მან „ჟურნალისტის თავიდან მოსაცილებლად განაცხადა, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ, თუმცა ტყუილი არაფერი უთქვამს და დღესაც იმ პოზიციაზე რჩება"

"[...] შიმშილი რა არის, იცით? არ ვიცი, ამის დეფინიციას სადმე ნახავთ თუ არა, მაგრამ მიმაჩნია, რომ შიმშილი არის ის, რომ გარკვეულ პერიოდში ადამიანი კვდება იმიტომ, რომ ვერ მიიღო საჭმელი“, – განუცხადა ჟურნალისტებს არველაძემ.

მისივე თქმით, "ქუჩაში ბავშვები შემწეობას შიმშილის გამო არ ითხოვენ":

"ქუჩაში რასაც ვხედავ, ეს სულაც არ არის დაკავშირებული იმასთან, რამდენად შიმშილობს ადამიანი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თქვენც იცით, გარკვეულ ბიზნესადაა გადაქცეული ბავშვების მათხოვრობა. ბავშვი რომ რაღაცას ითხოვს, თქვენ ფიქრობთ, რომ შიმშილობს და იმიტომ ითხოვს?!“, – დასძინა არველაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S