
რუსეთი უკრაინისგან "მიყენებული ზიანისთვის" კომპენსაციას მოითხოვს
10/10/2024 09:51:40 მსოფლიო
რუსეთი უკრაინისგან "ომში მიყენებული ზარალისთვის" კომპენსაციას მოითხოვს. ამის შესახებ ისაუბრა როდიონ მიროშკინმა, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "უკრაინის რეჟიმის დანაშაულების" საკითხების ხელმძღვანელად დანიშნა.
მიროშკინი ამბობს, რომ რუსეთი ითვლის ზარალს, მუშაობს მექანიზმებზე, რაც კომპენსაციის მიღების საშუალებას მისცემს.
მიროშნიკის თქმით, ქვეყნის მასშტაბით შექმნილია სპეციალური სერვისები, რომლებიც აგროვებენ მიყენებული ზარალის დასათვლელად საჭირო მონაცემებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წელს გააჩაღა და მას შემდეგ ყოველდღიურად უტევს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ენერგო ობიექტებს. უკრაინული ძალების რუსეთის კურსკის ოლქში 6 აგვისტოს შევიდნენ. ამასთან, ხორციელდება დარტყმები რუსეთის ნაბთობბაზებზე, იარაღის საწყობებზე და სამხედრო აეროდრომებზე.