
ტრამპმა ოქტომბერში ჰარისთან დებატზე უარი თქვა
10/10/2024 11:07:56 მსოფლიო
რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ოქტომბრის ბოლოს კამალა ჰარისთან დებატებზე უარი თქვა. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში Truth-ში დაწერა.
ტრამპმა უარის მიზეზად ის დაასახელა, რომ მან უკვე "მოიგო" წინა ორი დებატები - ჯო ბაიდენისა და ჰარისის წინააღმდეგ, ხოლო მისმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა ვენსმა "მარტივად გაიმარჯვა" ტიმ უოლცთან.
ის ასევე ამტკიცებს, რომ ლიდერობს "წამყვანი კვლევებით."
Fox News-მა კანდიდატებს დებატების ახალი რაუნდის ჩატარება შესთავაზა. Fox აცხადებდა, რომ მეორე დებატები "თითოეულ კანდიდატს მისცემდა შესაძლებლობას, თავისი დასკვნითი არგუმენტები წარმოედგინათ."
მანდამდე კანდიდატებს დებატები CNN-მა შესთავაზა და ჰარისი ტელევიზიას დათანხმდა. ტრამპმა მანამდეც უარყო მორიგი საპრეზიდენტო დებატების პერსპექტივა და განაცხადა, რომ "ძალიან გვიანია."
10 სექტემბრის პირველი დებატების შემდეგ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, დებატებში ჰარისმა გაიმარჯვა.