Accentnews.ge
"მეტროს" თანამშრომლები ტოვებენ "ოცნების" მხარდამჭერი რგოლის გადაღების გამო

"მეტროს" თანამშრომლები ტოვებენ "ოცნების" მხარდამჭერი რგოლის გადაღების გამო

10/10/2024 11:24:17 საზოგადოება

არსებული ინფორმაციით, სარეკლამო კომპანია "მეტროს" თანამშრომლები ტოვებენ „ქართული ოცნების“ დაკვეთით გადაღებული სარეკლამო რგოლის გამო.

"ეს რგოლი გადაღებულია ჩემი ხელმძღვანელობით მოწვეულ ფრილანსერ გუნდთან ერთად",- წერს კომპანიის წარმომადგენელი ნიკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში და სარეკლამო რგოლსაც აქვეყნებს. იქვე კომპანიის თანამშრომლები აფიქსირებენ საკუთარ უკმაყოფილებას.

"სამწუხაროა, რომ კომპანიაში სადაც 4 წელი გავატარე, კეთდება პროექტი, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდით. ცოდნის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებას უფრო მარტივად და სწრაფად მივიღებდი. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ სააგენტოს თანამშრომლები ამ პროექტში არ მონაწილეობდნენ, თუმცა ეს კომპანიაზე არაფერ კარგს მაინც არ ამბობს",- ამბობს სანდრო ჯავახიშვილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S