Accentnews.ge
ჯანდაცვის მინისტრმა ბავშვთა შიმშილობის თემაზე „ოცნების“ დეპუტატს უპასუხა

ჯანდაცვის მინისტრმა ბავშვთა შიმშილობის თემაზე „ოცნების“ დეპუტატს უპასუხა

05/02/2020 14:49:00 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბავშვთა შიმშილობის თემაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატ რევაზ არველიძეს უპასუხა და განაცხადა, რომ ბავშვთა შიმშილობის საკითხი საქართველოში დღესაც მწვავედ დგას.

“ეს საკითხი წლების წინაც ძალიან მწვავე დისკუსიის თემა იყო და დღესაც მწვავედ დგას. 2019 წლის იანვრიდან 5–ჯერ გაიზარდა ბავშვებზე გაწეული დახმარება. არსებობს ასევე საკვები ვაუჩერები, მაგრამ ჩვენ ნამდილად მივიჩნევთ, რომ ეს არ არის საკმარისი სარგებელი და ჯერ აღმსარულებელ ხელისუფლებას ბევრი აქვს სამუშო იმისათვის, რომ ჩვენი ბავშვები არა მხოლოდ არ შიმშილობდნენ, არამედ მათი კეთილდღეობისთვისაც ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ერთობლივი ძალებით და იმ მოტივაციებით, რომელიც გაგვაჩნია, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში შევძლებთ ამ პრობლემატიკის დაძლევას”, – განაცხადა ტიკარაძემ.

“ქართული ოცნების” დეპუტატმა რევაზ არველაძემ, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ, ჯანდაცვის მინსიტრს დღეს სთხოვა, განმარტება გაეკეთებინა იმასთან დაკავშირებით, “შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S