Accentnews.ge
NATO ყოველწლიურ ბირთვულ წვრთნებს იწყებს

NATO ყოველწლიურ ბირთვულ წვრთნებს იწყებს

10/10/2024 13:44:42 მსოფლიო

NATO ყოველწლიურ ბირთვულ წვრთნებს იწყებს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ლონდონში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„არასტაბილურ მსოფლიოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თავდაცვა გამოვცადოთ და გავამყაროთ, რათა ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა იცოდნენ, რომ ნატო მზად არის და შეუძლია ნებისმიერ საფრთხეს უპასუხოს“, - განაცხადა მარკ რუტემ.

ყოველწლიური ბირთვული წვრთნები სახელწოდებით "Steadfast Noon" 14 ოქტომბრიდან დაიწყება და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S