
სტრასბურგიდან ბრიუსელში მიმავალი მატარებლიდან, სადაც ევროპარლამენტარები იმყოფებოდნენ, ევაკუაცია განხორციელდა
10/10/2024 18:37:08 მსოფლიო
სტრასბურგიდან ბრიუსელში მიმავალი მატარებლიდან, რომელშიც ევროპარლამენტის წევრები იმყოფებოდნენ, ევაკუაცია განხორციელდა. სტრასბურგის სარკინიგზო სადგურზე სახანძრო სამსახური გამოცხადდა.
"სტრასბურგის სადგურზე, მატარებელში ტექნიკური ინციდენტი მოხდა", - დაადასტურა ევროპარლამენტის პრეს–სამსახურმა.
ინციდენტთან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა სახანძრო სამსახურის თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ევროპარლამენტის პრესსამსახურის თქმით, ევროპარლამენტი სპეციალურ მატარებლებს ქირაობს თავისი წევრებისა და თანამშრომლებისთვის ბრიუსელსა და სტრასბურგს შორის. მატარებელში 750 ადგილი იყო გამოყოფილი.