Accentnews.ge
ზელენსკი: ევროპელ მოკავშირეებთან რუსეთთან ზავს არ განვიხილავთ

ზელენსკი: ევროპელ მოკავშირეებთან რუსეთთან ზავს არ განვიხილავთ

10/10/2024 19:12:28 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც ევროპული ტურნე 10 ოქტომბერს დაიწყო და უკვე ესტუმრა ბრიტანეთს და საფრანგეთს, განაცხადა, რომ ევროპელ მოკავშირეებთან შეხვედრებზე რუსეთთან ომში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი არ განიხილება.

პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკების შემდეგ ზელენსკიმ უარყო მედიაში გავრცელებული იმფორმაცია, რომლის თანახმად, იგი რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის პირობებს განიხილავდა მასპინძლებთან.

„ეს არ არის ჩვენი მსჯელობის თემა. ეს არ არის მართალი. რუსეთი მედიაში დეზინფორმაციის გავრცელებაზე ბევრს მუშაობს, ასე რომ, ასეთი ცნობები გასაგებია“, – განაცხადა მან.

ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან მაკრონთან შეხვედრისას რუსეთზე „კიევის გამარჯვების“ გეგმა განიხილა და მადლობა გადაუხადა მაკრონს მხარდაჭერისთვის.

თავის მხრივ, მაკრონმა თქვა, რომ ზელენსკიმ გააცნო „უკრაინის მომავალი კვირების გეგმა“ და რომ მათ განიხილეს „მომავალი კვირების და თვეების სტრატეგია“.

მაკრონმა უკრაინას რუსეთთან ომში მხარდაჭერა კვალავ დაუდასტურა.

ზელენსკი პარიზში ჩავიდა ლონდონიდან, სადაც მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს და ნატო–ს გენერალურ მდივან მარკ რიუტეს შეხვდა.

სტარმერმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ზელენსკითან ერთად დეტალურად განიხილა უკრაინის „გამარჯვების გეგმა".

როგორც დასავლური მედია წერს, ზელენსკი ცდილობს, მოიპოვოს ნებართვა, დასავლეთის შორი მოქმედების იარაღის გამოყენებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების წინააღმდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S