Accentnews.ge
ანექსირებულ ყირიმში, ნავთობის ბაზაზე 7 ოქტომბერს გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ

ანექსირებულ ყირიმში, ნავთობის ბაზაზე 7 ოქტომბერს გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ

11/10/2024 06:03:48 მსოფლიო

ანექსირებულ ყირიმში, ქალაქ ფეოდოსიის პორტში მდებარე ნავთობის ბაზაზე 7 ოქტომბერს გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ. ამ ობიექტზე 7 ოქტომბერს დრონებით შეტევა იყო.

ფეოდოსიის ე.წ. მერის იგორ ტკაჩენკოს ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდაცია გრძელდება.

მანამდე, 8 ოქტომერს მან განაცხადა, რომ "უსაფრთხოების მიზნით დროებით ევაკუირებულია საგანგებო სიტუაციის ადგილის მახლობლად მცხოვრები 1047 ადამიანი".

გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ფეოდოსიაში მდებარე ნავთობის ბაზა სააქციო საზოგადოება „ნავთობის საზღვაო ტერმინალია“, რომელზეც დრონებით დარტყმა იყო 2024 წლის მარტშიც.

უკრაინას, რომელიც ორ წელზე მეტია, რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, ანექსირებულ ყირიმში და რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S