Accentnews.ge
შოლცი: გერმანია გააგრძელებს ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას

შოლცი: გერმანია გააგრძელებს ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას

11/10/2024 06:10:34 მსოფლიო

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 10 ოქტომბერს ბუნდესტაგში გამართულ დებატებზე განაცხადა, რომ გერმანია გააგრძელებს ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას.

ამ კომენტარით უპასუხა შოლცმა ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) თავმჯდომარის ფრიდრიხ მერცის ბრალდებას, რომ გერმანიის მთავრობამ, სავარაუდოდ, უარი თქვა ისრაელში საბრძოლო მასალის ექსპორტზე და ამ ქვეყნისთვის ტანკების სათადარიგო ნაწილების მიწოდებაზე.

10 ოქტომბერს ბუნდესტაგის პლენარულ სხდომაზე გერმანელმა პარლამენტარებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე "ჰამასის" ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნას.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიის მხარდაჭერა ისრაელის თავდაცვის უფლებისადმი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S