
თურქეთში ქალების მკვლელობების სერიამ საზოგადოება აღაშფოთა, ერდოღანი რეაგირების პირობას დებს
11/10/2024 06:28:28 მსოფლიო
თურქეთში ქალებზე სასტიკი თავდასხმების სერიამ აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია. პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა სისხლის სამართლის კოდექსის გამკაცრების პირობა დადო.
ქალთა მიმართ ძალადობა თურქეთში ფართოდ გავრცელებული დანაშაულია, - წერს Politico. მხოლოდ წელს 300-მდე ქალი მოკლეს. მომიტინგეები აკრიტიკებენ მმართველ ისლამისტურ სამართლიანობისა და განვითარების პარტიას იმის გამო, რომ ქალთა უსაფრთხოება მთავრობის პოლიტიკურ პრიორიტეტებს შორის არ აქცევს.
ბოლო სამმა მკვლელობამ თურქეთში საზოგადოება აღაშფოთა. საპროტესტო მსვლელობა გაიმართა სხვადასხვა ქალაქში, ხელისუფლებისადმი მოთხოვნით, შეწყვიტოს დამნაშავეთა დაუსჯელობა და შეაჩეროს ძალადობის ტალღა.
გასულ კვირას ქვეყანა შოკში ჩავარდა 19 წლის კაცის მიერ ქალის, სახელად იქბალ უზუნერის მკვლელობით. მან მსხვერპლს თავი მოჰკვეთა, შემდეგ კი თავი მოიკლა. მკვლელმა უზუნერს თავი დედის თანდასწრებით სტამბულის ისტორიული ქალაქის კედლებიდან გადააგდო. იმავე დღეს მან მოკლა კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი აიშენურ ხალილი - მსხვერპლს ყელი გამოჭრა.
რამდენიმე დღით ადრე 26 წლის პოლიციელი ქალი მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ადრე ნასამართლევი იყო.
ოთხშაბათს, 9 ოქტომბერს, ერდოღანმა თავისი მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრაზე თქვა: „ბოლოდროინდელი მოვლენების სერიამ, პოლიციელი ქალის მოწამეობრივმა სიკვდილმა და ახალგაზრდა ქალების ორმა სასტიკმა მკვლელობამ, გამოიწვია სამართლიანი რეაქცია ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ კრიმინალები, რომლებსაც აქვთ ათობით სისხლის სამართლის საქმე, თავისუფალნი არიან". ერდოღანმა პირობა დადო, რომ გამკაცრდდება სასჯელაღსრულების სისტემა და შეაჩერებს მსჯავრდებულთა ვადამდე გათავისუფლებას.
აქციის მონაწილეები ერდოღანის დაპირებას სკეპტიკურად უყურებდნენ. ისინი აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა 2021 წელს გადაწყვიტა, შეეწყვიტა თურქეთის მონაწილეობა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის სტამბოლის კონვენციაში. პრეზიდენტმა მაშინ განმარტა, რომ კონვენციის ზოგიერთი დებულება ზიანს აყენებს ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს. გამოცემა Politico აღნიშნავს, რომ კონვენცია ასევე მიზნად ისახავს ლგბტქ+ თემის დაცვას.
მოძრაობა „ჩვენ ვაჩერებთ ფემიციდს“ იტყობინება, რომ მხოლოდ გასული წლის სექტემბერში თურქეთში მამაკაცებმა 34 ქალი მოკლეს, ხოლო იმავე თვეში საეჭვო გარემოებებში კიდევ 20 გარდაიცვალა.