Accentnews.ge
რუსეთის ტყვეობაში ახალგაზრდა უკრაინელი ჟურნალისტი დაიღუპა

რუსეთის ტყვეობაში ახალგაზრდა უკრაინელი ჟურნალისტი დაიღუპა

11/10/2024 06:50:24 მსოფლიო

უკრაინელი ჟურნალისტი ვიქტორია როშჩინა რუსეთის ტყვეობაში დაიღუპა. უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა, რომ მისი გარდაცვალების დასტური რუსული მხრიდან მიიღო.

„მე მაქვს რუსული მხარის ოფიციალური დოკუმენტური დადასტურება უკრაინელი ჟურნალისტის ვიქტორია როშჩინას გარდაცვალების შესახებ, რომელსაც რუსეთმა უკანონოდ ჩამოართვა თავისუფლება. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ვიქტორიას ოჯახს და მეგობრებს“, - წერს ლუბინეც თავის "ტელეგრამაში".

ომბუდსმენის ინფორმაციით, ჟურნალისტი 2023 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუჩინარდა. უკრაინული მედია ადრე წერდა, რომ ის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეპორტაჟს ამზადებდა. იმავე წლის სექტემბერში მისმა ნათესავებმა გამოაცხადეს ძებნა და ომბუდსმენის ოფისსაც მიმართეს.

2024 წლის მაისში რუსეთის ხელისუფლებამ პირველად აღიარა, რომ ჟურნალისტი დააკავეს და რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დამადასტურებელი წერილი გაუგზავნა მის მამას - ვლადიმერ როშჩინს. როშჩინას დაკავება ასევე დაადასტურა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა, - თქვა ლუბინეცმა.

„კიდევ ერთხელ, რუსულ ტყვეობაში იღუპება ადამიანი, რომლის ყოფნაც რუსეთის ფედერაციის მარწუხებში დაადასტურა ICRC-მა! რატომ გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი რუსეთში ტყვეობაში, უცნობია. მე ვაცნობე გაერო-ს და ICRC-ს, დაეფიქსირებინათ რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონოდ დაკავებული სამოქალაქო პირის გარდაცვალება“, - დასძინა ომბუდსმენმა.

მანამდე უკრაინული გამოცემა "გრატი" წერდა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 27 წლის როშჩინას გარდაცვალების შესახებ ხუთშაბათს განაცხადა მამის 2024 წლის 28 აგვისტოს მიმართვის საპასუხოდ.

„დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაგზავნა 2024 წლის 2 ოქტომბრით დათარიღებული ელექტრონული წერილი. მოკლე შეტყობინებაში მითითებულია ჟურნალისტის გარდაცვალების თარიღი - 2024 წლის 19 სექტემბერი და ასევე, რომ მისი ცხედარი დაუბრუნდება "უკრაინულ მხარეს, როგორც დაკავებულთა ცხედრების გაცვლის ნაწილი". გარდაცვალების გარემოებები და მიზეზები არ სახელდება“, - წერს გამოცემა.

უკრაინაში სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენელმა პეტრ იაცენკომ ადრე განაცხადა, რომ უკრაინული მხარე მუშაობდა ჟურნალისტის გასათავისუფლებლად.

”სამწუხაროდ, ინფორმაცია ვიქტორიას გარდაცვალების შესახებ დადასტურდა,” - თქვა მან. - "ვიქტორია როშჩინა, ისევე როგორც ყველა უკრაინელი ჟურნალისტი, ჩვენთან ითვლება რუსეთის ტყვეობაში მყოფებად. 25-მდე უკრაინელი ჟურნალისტი [რუსეთში ტყვეობაში იმყოფება], ასევე არიან დაკარგულად მიჩნეულებიც. ყველა მათგანზე მუშაობა მიმდინარეობს. და მუშაობა ასევე მიმდინარეობდა ვიქტორიას გასათავისუფლებლად".

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა დაუდასტურა Suspilne-ს, რომ როშჩინა შედიოდა გასაცვლელ ტყვეთა სიაში - ამისათვის იგი უნდა გადაეყვანათ მოსკოვის ლეფორტოვოს წინასწარი დაკავების ცენტრში.

”ის უახლოეს მომავალში სახლში უნდა ყოფილიყო, ამისათვის ყველაფერი გაკეთდა”, - თქვა ანდრეი იუსოვმა.

„სამწუხაროდ, ინფორმაცია ვიქტორიას გარდაცვალების შესახებ დადასტურდა. ვიქტორიას ვიცნობდით. 2022 წელს მან მასალები მოამზადა საკოორდინაციო შტაბში, ამიტომ ეს ძალიან სამწუხარო ამბავია ჩვენთვის და მთელი უკრაინული ჟურნალისტიკისთვის“, - განაცხადა დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა.

მედია წერს, რომ როშჩინა სავარაუდოდ გარდაიცვალა ტაგანროგიდან მოსკოვში გადაყვანის დროს. 6 ოქტომბერს მას 28 წელი შეუსრულდებოდა.

როშჩინამ მოამზადა მასალები უკრაინის აღმოსავლეთში და სამხრეთში სამხედრო ოპერაციების შესახებ და აშუქებდა მოვლენებს ბერდიანსკში, ზაპოროჟიეს რეგიონში, სადაც 2022 წლის მარტში იგი დააკავეს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა ადამიანებმა - სავარაუდოდ, რუსეთის FSB-ს ოფიცრებმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S