
უკრაინა: წუხელ რუსების მიერ გაშვებული 66 დრონიდან 29 ჩამოვაგდეთ, 31 დაიკარგა
11/10/2024 09:11:10 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 66 დრონიდან 29 ჩამოაგდეს, 31 დრონი ლოკალურად დაიკარგა, 4 კი კვლავ უკრაინის საჰაერო სივრცეშია.
მისივე ცნობით გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინას 2 რაკეტით შეუტიეს.
"ისკანდერ-М-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტა უკრაინას ანექსირებული ყირიმიდან ესროლეს, მართვადი საავიაციო რაკეტა Х-31П კი შავი ზღვის აკვატორიის საჰაერო სივრციდან. დრონები კურსკის რეგიონიდან იქნა გაშვებული", – აცხადებენ საჰაერო ძალებში.