Accentnews.ge
კალაძე – სარეკლამო კომპანია "მეტროს" თანამშრომლებზე: "კარგი ხელფასები ჩაიჯიბეს"

კალაძე – სარეკლამო კომპანია "მეტროს" თანამშრომლებზე: "კარგი ხელფასები ჩაიჯიბეს"

11/10/2024 10:40:11 პოლიტიკა

თბილისის მერი კახა კალაძე ამტკიცებს, რომ “ქართული ოცნების“ საარჩვენო კლიპის გადაღებიდან "მეტროს" თანამშრომლებმა “კარგი ხელფასები ჩაიჯიბეს".

კალაძე "სპეკულაციას" უწოდებს "მეტროს" თანამშრომლების მიერ სამსახურის პროტესტის ნიშნად დატოვებას.

"ამაში თანხები მიიღეს. უფასოდ არავის უმუშავია, კარგ ხელფასები ჩაიჯიბეს. ეს იყო დაკვეთა, ძალიან კარგი კლიპი გამოვიდა, კომპანიის დატოვება მათი უფლებაა. ეს არის სპეკულაციები, საერთოდ გონზე არ არიან არავინ, რომ კითხო თემაზე, დარწმუნებული ვარ, პასუხს ვერ გაგცემენ. ეს არის მოცემულობა. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მაგარ კლიპებს გააკეთებენ. უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდაა ქვეყანაში, ვინც მივა აღნიშნულ კომპანიაში, გააკეთებს მაგარ კლიპებს და გააგრძელებს მუშაობას. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ“,- განაცხადა კალაძემ.

10 ოქტომბერს ცნობილი გახდა რომ სარეკლამო კომპანია "მეტროს" თანამშრომლები ტოვებენ „ქართული ოცნების“ დაკვეთით გადაღებული სარეკლამო რგოლის გამო.

"ეს რგოლი გადაღებულია ჩემი ხელმძღვანელობით მოწვეულ ფრილანსერ გუნდთან ერთად",- წერს კომპანიის წარმომადგენელი ნიკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში და სარეკლამო რგოლსაც აქვეყნებს. იქვე კომპანიის თანამშრომლები აფიქსირებენ საკუთარ უკმაყოფილებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S