11-10-2024 16:37:10 საზოგადოება ,ეს საინტერესოა
არაერთი წყაროთი ვრცელდება ცნობები მოქალაქეებისთვის პირადიბის დამადასტურებელი დოკუმენტების მათი ნების საწინააღმდეგოდ ჩამორთმევასთან და ასლების გადაღებასთან დაკავშირებით. დღეს, 10 ოქტომბერს მსგავსი შინაარსის ინფორმაცია სადამკვირვებლო მისიამაც გაავრცელა.
კერძოდ, „ჩემი ხმის" ცნობით, მსგავს აქტივობაში შემჩნეულნი არიან მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ხოლო სამიზნე საჯარო სექტორში დასაქმებული პირები და სოციალურად დაუცველი ადამიანები არიან.
„აღნიშნულ ქმედებას, სავარაუდოდ, აქვს მასშტაბური ხასიათი და არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ადმინისტრაციული ერთეულით ან/და საჯარო სტრუქტურით. გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევა მოხდა ზუგდიდში, ყვარელში, ქუთაისსა და თბილისში“,- ამბობენ სადამკვირვებლო მისიაში.
არსებობს ვარაუდი, რომ მსგავსი მეთოდის გამოყენებას შესაძლოა ჰქონდეს ორი მიზანი:
იურისტები გვახსენებენ, რომ
ეს უკანონო პრაქტიკაა, ეს უნდა შეწყდეს!- ხაზს უსვამს იურისტი, სადამკვირვებლო კოალიციის წევრი თამარ ხიდაშელი.
ის მოქალაქეებს მიმართავს რამდენიმე რჩევით:
„ქსეროასლების შემთხვევაში ფსიქოლოგიური ეფექტის შექმნას ცდილობენ, თითქოს ადამიანის ხმის ფარულობა არ არის უზრუნველყოფილი - ეს არასწორია. ნებისმიერ შემთხვევაში, ვერავინ გაიგებს, ვის მისცა კონკრეტულმა პირმა ხმა. ამის შესაძლებლობას საარჩევნო ტექნოლოგიები იძლევა და ამიტომ უჭერდა მხარს მის გამოყენებას სამოქალაქო სექტორი.
ასევე სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ვერსია, თითქოს დროის მიხედვით შეძლებენ იდენტფიცირებას, კონკრეტულმა პირმა ვის მისცა ხმა - ეს სიმართლე არაა! ტექნოლოგია არ იძლევა მსგავს შესაძლებლობას - ვერავინ გაიგებს, ვის მიეცით ხმა!“.