
„განვიხილავთ კანონპროექტს, რომელიც კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, გაკოტრების ეტაპი აიცილონ“
06/02/2020 07:05:49 საშინაო პოლიტიკა, ეკონომიკა
საქართველოს მთავრობა "რეაბილიტაციის და გაკოტრების შესახებ" კანონპროექტს განიხილავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, ეს იქნება საერთაშორისო დონეზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კანონპროექტი, რომელიც ქართულ ეკონომიკას სარგებელს მოუტანს. ჩვენ წლების მანძილზე ვგრძნობდით, როგორ უჭირდათ კომპანიებს, რომლებიც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში ხვდებოდნენ. ეს არის კანონი, რომელიც მისცემს კომპანიებს შესაძლებლობას, აირიდონ გაკოტრების ეტაპი და რეაბილიტაციის ეტაპზე შეძლონ კომპანიის გაჯანსაღება. პირველ რიგში, ეს ნიშნავს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და ჩვენი მოქალაქეებისთვის სიკეთეს," - განაცხადა გიორგი გახარიამ.