Accentnews.ge
გერმანია, ბელგია, დანია და ნორვეგია უკრაინისთვის 1.4 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებენ

გერმანია, ბელგია, დანია და ნორვეგია უკრაინისთვის 1.4 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებენ

11/10/2024 15:00:15 მსოფლიო

გერმანია მოკავშირეებთან ერთად უკრაინისთვის 1.4 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს.

„წლის ბოლომდე ჩვენი პარტნიორების - ბელგიის, დანიისა და ნორვეგიის - დახმარებით უკრაინას კიდევ ერთ პაკეტს გადავცემთ, რომლის ღირებულებაც 1.4 მილიარდი ევროა. ის საჰაერო თავდაცვასაც მოიცავს - IRIS-T, Skynex, „გეპარდებს“, ჰაუბიცებს, თვითმავალ საარტილერიო სისტემებს, ჯავშანმანქანებს, საბრძოლო დრონებს, რადიოლოკაციურ სისტემებს, საბრძოლო მასალას“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაგეგმილ შეხვედრამდე, რომელზეც ზელენსკიმ კანცლერს "გამარჯვების გეგმა" უნდა გააცნოს. მანამდე ის ფრანგ და ბრიტანელ ლიდერებს შეხვდა.

შოლცმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს და რომ გერმანიის მომავალი წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია 4 მილიარდი ევრო ამ მიზნებისთვის.

ამასთან, კანცლერმა თქვა, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები და ევროკავშირი წელს უკრაინას 50 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტს მიაწვდიან, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით დაიფარება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S