11-10-2024 19:47:21 პოლიტიკა ,საზოგადოება ,ციტატა
„მიუხედავად იმისა, რომ მედიის მთავარი ფუნქცია კითხვების დასმაა, ის არ უნდა ატარებდეს დისკრიმინაციულ ხასიათს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოს მოქალაქე რომელ ეთნიკურ ჯგუფს განეკუთვნება. კონსტიტუციის და კანონის თანახმად ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ”, - ასე ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სახელისუფლებო POSTV-ის ჟურნალისტის მიერ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის მიმართ დასმულ შეკითხვას ეთნიკურ წარმომავლობასთან დაკავშირებით.