Accentnews.ge
რუსეთში საბჭოთა დიქტატორის მორიგ ძეგლს დგამენ

რუსეთში საბჭოთა დიქტატორის მორიგ ძეგლს დგამენ

11/10/2024 15:56:36 მსოფლიო

ვოლოგდის გუბერნატორის გეორგი ფილიმონოვის ინფორმაციით, რუსეთის ქალაქ ვოლოგდაში იოსებ სტალინს ახალ ძეგლს დაუდგამენ.

ვოლოგდას გუბერნატორმა, ქალაქში სტალინის ძეგლის დადგმა "საზოგადოების მხრიდან მაღალი" მოთხოვნით ახსნა. მისი თქმით, "სტალინის პიროვნების როლის ორაზროვანი ინტერპრეტაციის მიუხედავად, საჭიროა ვიცნობდეთ და ვაღიარებდეთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას და პატივს ვცემდეთ მას".

ქანდაკებას დადგამენ სახლთან, რომელშიც სტალინი 1911 წლიდან 1912 წლამდე ცხოვრობდა.

რუსეთში უკვე აღმართულია საბჭოთა დიქტატორის იოსებ სტალინის 110 ძეგლი. მათგან 95 დამონტაჟდა ვლადიმირ პუტინის დროს, ხოლო ძეგლების მშენებლობის ტემპი გაორმაგდა 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ. ამგვარ სტატისტიკას „მოჟემ აბიასნიც" გვაწვდის.

გამოცემამ შეადგინა სტალინის ძეგლების სრული სია, რომლებიც განთავსებულია საზოგადოებრივ ადგილებში (გარდა მუზეუმებისა). აქედან გამომდინარეობს, რომ საბჭოთა დროიდან რუსეთში შემორჩა ძეგლების მხოლოდ 9%, ხოლო აბსოლუტური უმრავლესობა გაჩნდა ბოლო 20 წლის განმავლობაში, ვლადიმირ პუტინის რეჟიმის პირობებში.

იხილეთ ასევე: რატომ ცდილობს ვლადიმირ პუტინი იოსებ სტალინის პერსონის რეაბილიტაციას

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S