
ბათუმის მერიასთან ვითარება დაიძაბა
06/02/2020 07:17:02 საშინაო პოლიტიკა, რეგიონები
ბათუმის მერიის შენობასთან ვითარება დაიძაბა.
მოძრაობა „გაბედესა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივის“ წევრებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მისულ დეპუტატებს „სირცხვილის დერეფანი“ მოუწყეს. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც შენობასთან უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე გამოჩნდა. დაცვის პოლიციამ მისი შენობაში შეყვანა სცადა, რის შემდეგაც სამართალდამცველები, აჭარის უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ და მოძრაობა „გაბედეს" წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
აქციის მონაწილეები ბათუმის მერიის შენობაში შესვლას ცდილობენ, რის საშუალებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ.