Accentnews.ge
სასამართლომ  მორაგბე  მერაბ კვრიკაშვილი უდანაშაულოდ სცნო

სასამართლომ მორაგბე მერაბ კვრიკაშვილი უდანაშაულოდ სცნო

30/05/2019 13:22:16 სხვა, სამართალი

სასამართლომ მორაგბე მერაბ კვრიკაშვილი უდანაშაულოდ სცნო. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მას ასევე მოეხსნა 15 000- ლარიანი გირაო და დაუბრუნდება ავტომობილი, რომელიც ავტოსადგომზე იყო.

საქმეზე სასამართლო სხდომა ორ წელზე მეტი მიმდინარეობდა. ავტოსაგზაო შემთხვევა 2016 წლის 21 ივლისს ქუთაისის შემოვლით გზაზე, სოფელ ოფშკვითში მოხდა. მომხდარს ოთხი ადამიანი, მათ შორის კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლა.

კვირიკაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით წარუდგინეს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა (დანაშაული ითვალისწინებს 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთას).


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S