
ისრაელზე თავდასხმის საპასუხოდ აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა
12/10/2024 08:37:07 მსოფლიო
აშშ-მა 11 ოქტომბერს ირანის სანავთობო სექტორს სანქციები დაუწესა იმის საპასუხოდ, რომ ირანმა 1 ოქტომბერს ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.
ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
ახალი სანქციების მიზანია ირანზე საფინანსო ზეწოლის გაძლიერება და ირანის მთავრობის შესაძლებლობის შეზღუდვა, მოგება ნახოს ნავთობის გაყიდვით, ხოლო მოგებული თანხები გამოიყენოს რეგიონში სტაბილურობის ხელშესაშლელად და აშშ-ის მოკავშირეებსა და პარტნიორებზე თავდასასხმელად, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ფინანსთა მინისტრმა, ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ „აშშ უყოყმანოდ მიიღებს შემდგომ ზომებს, რათა ირანს პასუხი აგებინოს“.