
"OSCE/ODIHR ცალსახად ამბობს, რომ ვერ შეაფასებს ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტის კონსტიტუციურობას“
06/02/2020 07:34:12 საშინაო პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, OSCE/ODIHR–ის დასკვნამ "ოპოზიციის ორმაგი არაკომპეტენტურობა დაადასტურა".
როგორც კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ODIHR "ცალსახად ამბობს, რომ ვერ შეაფასებს ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტის კონსტიტუციურობას, რაზეც ოპოზიციას, როგორც პატარა ბავშვებს მიანიშნა“.
„გვინდა გამოვეხმაუროთ OSCE/ODIHR-ის დასკვნას გერმანულ მოდელთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ მივიღეთ. როგორც მოგეხსენებათ, სახალხო დამცველმა ოპოზიციის თხოვნით გააგზავნა OSCE/ODIHR-ში თხოვნა, ე.წ გერმანული მოდელის კონსტიტუცირებასთან დაკავშირებით. ეს არ არის, როგორც მოგეხსენებათ, კლასიკური "გერმანული მოდელი", ეს არის ერთგვარი დამახინჯებული "გერმანული მოდელი" - ავღანური ელემენტებით, რომელიც გაიგზავნა OSCE/ODIHR-ში. ამასთან დაკავშირებით ოპოზიციამ მიიღო პასუხი OSCE/ODIHR-ისგან, იმის თაობაზე, რომ კანონპროექტის კონსტიტუციურობის დადგენა არ არის OSCE/ODIHR-ის პრეროგატივა. ანუ არის ძალიან მარტივი პასუხი - რომელიც გამოიგზავნა OSCE/ODIHR-ის მხრიდან, - OSCE/ODIHR ვერ შეაფასებს კანონპროექტის კონსტიტუციურობას, ეს არის მთავარი დასკვნა, რომელიც ჩანს ამ დოკუმენტში. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ოპოზიციის არაკომპეტენტურობა ორი მიმართულებით: ერთი, რომ ისინი ამტკიცებდნენ, რომ რეალურად არაკონსტიტუციური გერმანული მოდელი არის თითქოს შესაბამისობაში და მეორე, მათ ისიც კი არ იციან თუ ვის უნდა გადაამოწმებინონ კანონპროექტის კონსტიტუციურობა. ანუ, ორმაგი არაკომპეტენტურობა დადგინდა კიდევ ერთხელ, ჩვენი ოპოზიციის. ამით ოპოზიციამ უხერხულობაში ჩააგდო სახალხო დამცველიც, როდესაც ეს პროექტი გააგზავნინა OSCE/ODIHR-ში. ანუ გაიგზავნა ისეთი დოკუმენტი, ისეთი თხოვნით, რომელიც არ უნდა გაგზავნილიყო ამ თხოვნით. და ამაზე, როგორც პატარა ბავშვებს, რეალურად მიანიშნა OSCE/ODIHR-მა ჩვენს ოპოზიციას. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ არა ერთი ტყუილი ოპოზიციის მხრიდან იმ დასკვნის თაობაზე, რომელმაც ისინი რეალურად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ეს იყო არა ერთი ტყუილი, რომელიც ძალიან მარტივად ავლენს საკუთარ თავს ბოლო დროს. ადრე მათ ტყუილი მაინც ეხერხებოდათ, ბოლო დროს ტყუილებშიც არიან უნიათოები, რაც ძალიან კარგად ჩანს ამ გასული პერიოდის განმავლობაში. რეალურად დამატებით ორი მესიჯი იკვეთება ასევე OSCE/ODIHR-ის დასკვნიდან ერთი, რომ საარჩევნო სისტემის შერჩევა ეს არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება, მათ შორის მკაფიოდ არის მითითებული ისიც , რომ სამართლიანია როგორც პროპორციული ისე სრულად მაჟორიტარული და ასევე შერეული საარჩევნო სისტემები. ეს არის ძალიან მკაფიო დასკვნა, რომელიც იკითხება ოდირის დოკუმენტიდან და ასევე არის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო წლის განმავლობაში საარჩევნო სისტემა არ უნდა იცვლებოდეს. აქედან ოპოზიციამ უნდა გამოიტანოს ძალიან მარტივი დასკვნა, რომ თანაბრად ლეგიტიმურია არა მხოლოდ ჩვენს მიერ შეთავაზებული 100/50-ზე სისტემა, არამედ თუნდაც ის სისტემა რომელიც დღეს მოქმედებს კონსტიტუციის მიხედვით 2020 წლის არჩევნებისთვის ეს არის 77/73-ზე ანუ როგორც 100/50-ზე ისე 77/73-ზე არის აბსოლუტურად ლეგიტიმური და თავსებადი სამართლებრივ პრინციპებთან და სამართლებრივ სტანდარტებთან. შესაბამისად რაც უფრო სწრაფად დათანხმდება ოპოზიცია ჩვენს შეთავაზებას 100/50 დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.