Accentnews.ge
18 ოქტომბერს ბაიდენი გერმანიას ეწვევა

18 ოქტომბერს ბაიდენი გერმანიას ეწვევა

14/10/2024 04:06:46 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიას პარასკევს, 18 ოქტომბერს ეწვევა, – იუწყება Reuters.

გამოცემს ცნობით, ბაიდენის ვიზიტს არ ექნება ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტის სახე და შემოიფარგლება ერთობლივ მუშაობაში მონაწილეობით.

Spiegel -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, ბაიდენს ოფიციალური შეხვედრები დაგეგმილი აქვს გერმანიის კანცლერთან და პრეზიდენტთან.

როგორც ცნობილია, ჯო ბაიდენის ვიზიტი გერმანიაში ქარიშხალ „მილტონის“ გამო გადაიდო.

ჯო ბაიდენის გერმანიაში ვიზიტის გადადებამ გამოიწვია უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (რამშტაინის ფორმატი) შეხვედრის გაუქმება, რომელიც აშშ-ის ლიდერის თავმჯდომარეობით და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით 12 ოქტომბერს უნდა გამართულიყო. რამშტაინის შეხვედრის ახალი თარიღი ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S