
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, მათ შორის საქართველოს საკითხს განიხილავენ
14/10/2024 05:47:20 მსოფლიო
ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.
ევროკავშირის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული პრეს–რელიზის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, მათ შორის საქართველოზეც იმსჯელებენ.
„მიმდინარე საკითხების ფარგლებში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სავარაუდოდ, ინფორმირებულები იქნებიან საქართველოსა და მოლდოვას არჩევნების შესახებ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.